Tuesday, July 8, 2014

სასწავლო პროექტი

პ  რ  ო  ე  ქ  ტ  ი    

·         სახელწოდება:  რუსი მწერლები და საქართველო. ა.გრიბოედოვი.
·         პროექტის მთავარი თემა 1-2 წინადადებით: მოსწავლეების ინფორმირება რუსი მწერლისა და დიპლომატის შესახებ.გრიბოედოვის კავშირი საქართველოსთან.
·         პროექტის აქტუალობა: ვინაიდან მცირე ინფორმაციაა სახელმძღვანელოებში რუს მწერლებსა და მათ პირად ცხოვრებაზე,მოსწავლეები ეჩვევიან მასალის ძიებას და ინტერნეტში მუშაობას.
·         პროექტის მიზნები: მოსწავლეები მოიძიებენ და გაეცნობიან ქართველებსა და რუსებს შორის არსებულ კავშირებს.უვითარდებათ რუსული წერა_კითხვისა და მეტყველების უნარი.დაინტერესდნენ ა.გრიბოედოვის შემოქმედებითა და მოიძიონ მასალა მისი პირადი ცხოვრების შესახებ.
·         მოსწავლეთა ასაკი: 15 წელი
·         ვადები და ხანგრძლივობა: 1-2 თვე
·         მოსალოდნელი შედეგები: გამოიმუშავებენ ინფორმაციის მოპოვებას,თარგმნას რუსულ ენაზე,მეტყველებას.გაიაზრებენ ქართული და რუსული ლიტერატურის ურთიერთკავშირს.
·         პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ინტერნეტი,რუსული ენის სახელმძღვანელო,რვეული,კომპიუტერი,კალამი,მარკერი.
·         პროექტის მსვლელობა(აქტივობები): მოსწავლეები მოიძიებენ ლიტერატურას ნინო ჭავჭავაძისა და ალექსანდრე გრიბოედოვის ბიოგრაფიისა და თანაცხოვრების შესახებ.ასევე გრიბოედოვის ლიტერატურულ და ფოტო მასალას.
·         საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მოსწავლე იჩენს ინტერესს და ავლენს ტოლერანტულ დამოკიდებულებას კულტურათა თავისებურებების მიმართ. ქართული ლიტერატურა და ისტორია.
·          ხელმძღვანელი:  ირმა  ასპანიძე