Thursday, November 28, 2019


სოციალური პროექტის „დავიცვათ ქცევის წესები!“ გეგმა

სახელი,  გვარი:  ირმა ასპანიძე    
რაიონი: ასპინძის 
 სოფელი:  ნიჯგორი
სკოლა:  ნიჯგორის საჯარო   სკოლა
საფეხური/კლასი:  დაწყებითი-V-VI  
პროექტის  განხორცილების  დრო: 10.10.2018წ 
პროექტის  დასახელება: „განვიმტკიცოთ  და დავიცვათ ქცევის წესები!“
პრობლემა/პროექტის აქტუალობა
სკოლაში, საკლასო ოთახში, გაკვეთილზე ხშირია მოსწავლეთა მხრიდან წესრიგის, დისციპლინის დარღვევის  შემთხვევები, რაც უარყოფითად აისახება სასწავლო პროცესზე, მოსწავლეთა ინტერესებზე, მოტივაციაზე და სწავლის ხარისხზე.
რა არის მოსწავლეთა მხრიდან წესრიგის, დისციპლინის დარღვევის მიზეზი? პასუხი მარტივია: არ იციან, ვერ აცნობიერებენ, თუ რა ზიანის მომტანია ეს მოვლენა მათთვის, მათი თანაკლასელებისთვის და თვით მშობლებისთვისაც კი.
ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად საჭიროა  ცნობიერების ამაღლება მოსწავლეთა ქცევის წესების შესახებ  და მიმართულების მიცემა, თუ როგორ შეიძლება  პრობლემის არამხოლოდ დაძლევა, არამედ პრევენცია.
პროექტის  მიზნები
§  მოსწავლეთა ცნობიერების დონის ამაღლება, ქცევის წესებისა, წესრიგისა და მათი დაცვით მიღებული დადებითი შედეგების შესახებ.
§  მოსწავლეების მიერ ინფორმაციის მოძიება, დახარისხება-დამუშავება. დამუშავებული ინფორმაციის საფუძველზე პროდუქტების შექმნა (კლასში ქცევის წესების შედგენა, პლაკატი,  სლაიდშოუ, პრეზენტაცია) და საზოგადოებისთვის გაზიარება.
 წესრიგის დარღვევის თავიდან აცილების   გაცნობა, დაუფლება და გამოყენება.
მოსალოდნელი შედეგები 
§     მოსწავლეებს აუმაღლდეთ ცნობიერება  ქცევის წესების  შესახებ, როგორც სამიზნე ჯგუფს ისე სხვა მოსწავლეებსა და მშობლებს.
§     მოსწავლეებმა  შექმნილ რესურსი  (ქცევის წესების პლაკატი, ბუკლეტი,  სლაიდშოუ, პრეზენტაცია)  გაუზიარონ მოსწავლეებს  და თავად დაიცვან წესრიგი. რაც გააჯანსაღებს საკლასო და სასკოლო  გარემოს.
§   წესრიგის დარღვევის პრევენციის  სტრატეგიებს გამოიყენებენ სისტემატურად. შეიქმნება ემოციურად უსაფრთხო გარემო, რაც დადებითად აისახება მოსწავლეთა სწავლის შედეგებსა და დისციპლინაზე.  გონებრივ და მორალურ განვითარებაზე.
4. პროექტში მონაწილეთა ცოდნა-გამოცდილების, ინტერესების გათვალისწინება:
 მიმდინარე პროექტში მონაწილეთა გამოცდილება, მათი წინარე ცოდნა(საგნობრივი და ცხოვრებისეული),  სააზროვნო და პრაქტიკული უნარ-ჩვევები(ანალიტიკური აზროვნების, ინფორმაციის მოძიება-დახარისხება-გამოყენების, პრეზენტაციის, კომუნიკაციის, თანამშრომლობის, ლიდერობის...)  პროექტით დასახული მიზნებისა და დაგეგმილი შედეგების მისაღწევად სრულიად საკმარისია.
პროექტის გეგმაში გათვალისწინებულია მოსწავლეთა  ინტერესები და საჭიროებები.

აქტივობების შესაბამისობა  მიზანთან, მოკლე აღწერა:
·         ინტერნეტით მოძიებული მასალების განხილვა, გამოკითხვის დაგეგმვა -10.10.2018-11.10.2018
მოსწავლეებთან და მშობლებთან ერთად განვიხილავთ და ვგეგმავთ გამოკითხვას სკოლასა და საზოგადოებაში „საჭიროა თუ არა ქცევის წესების არსებობა? რატომ უნდა დავიცვათ ქცევის წესები სკოლასა და სკოლის გარეთ?“.
·         წყვილების შექმნა და ფუნქციების განაწილება 12.10.2018წ                                                                                                     
 მოსწავლეებს ვყოფ წყვილებად და  ინაწილებენ სამუშაოს. ერთი წყვილი აწარმოებს გამოკითხვას. 13.10.1018-14.10.2018წ.
 მოძიებულ მასალას გადაამუშავებენ  მასწავლებლის  დახმარებით.  მეორე ჯგუფი შექმნის კედლის გაზეთს და მოამზადებს საინფორმაციო ბუკლეტებს როლებსაც  გაავრცელებს სკოლაში. ხოლო  მესამე ჯგუფი  მოამზადებს პრეზენტაციას Microsoft PoverPoint -ში.
თანამშრომლობა სასკოლო და სკოლის გარეთ  რეალურ სივრცეშიც და ინტერნეტსივრცეშიც : მოსწავლეები და პროექტში ჩართული სხვა  პირები ერთმანეთთან ითანამშრომლებენ . რაც უფრო საინტერესოსა და  მრავალფეროვანს გახდის პროექტზე მუშაობას.   
·          მასალების გამოფენა (ეტაპობრივად 2 კვირის განმავლობაში)                                                                            მოსწავლეები მოძიებული და გადამუშავებული მასალის გამოყენებით განათავსებენ კედლის გაზეთში.
ბუკლეტების დარიგება 15.10.2018-18.10.2018წ მოსწავლეები დამზადებულ  საინფორმაციო ბუკლეტებს დაარიგებენ საზოგადოებაში-სკოლაში, სოფელში...
·         კედლის გაზეთი „განვიმტკიცოთ და დავიცვათ ქცევის წესები სკოლასა და სკოლის გარეთ“, გამოკვრა და პრეზენტაცია 19.10.2018-22.10.2018წ  მოძიებული ინფორმაციის   დახარისხება-დამუშავება და გაზეთის მომზადება . მათ კონსულტირებასა და დახმარებას გაუწევენ დაინტერესებული მშობლები. მომზადებულ კედლის გაზეთს, „რატომ უნდა დავიცვათ ქცევის წესები სკოლასა და სკოლის გარეთ“, გააკრავენ სკოლის დერეფანში თვალსაჩინო ადგილზე.   მესამე წყვილის მიერ მოეწყობა პრეზენტაცია სკოლაში ამ თემასთან დაკავშირებით.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                 
·         პროექტის შეჯამება-რეფლექსია :23.10.2018წ  მესამე წყვილი შეაჯამებს  პროექტის  მიმდინარეობას,  კითხვარის გამოყენებით, გამოავლენს,  თუ  რომელი  აქტივობა  იყო  ყველაზე  ნაყოფიერი. მოსწავლეები  დამსწრე საზოგადოების წინაშე წარმოადგენენ პრეზენტაციას.
პროექტის მონიტორინგი და შეფასება
პროექტი იწყება გამოკითხვით და გონებრივი იერიშით, რომლის მიზანია მოსწავლეთა ინფორმირებულობის განსაზღვრა, მათი ინტერესის გაღვივება, მუშაობის წინ მოტივაციის ამაღლება. ერთობლივი მუშაობის უნარ-ჩვევების შესაფასებლად გამოვიყენებ დაკვირვების ფურცელს  მაშინ, როცა მოსწავლეები პროექტის რესურსებს ქმნიან. მუშაობის პროცესში მოსწავლეებს შევხვდები ინდივიდუალურად და წყვილში, რათა მათ შეკითხვებს ვუპასუხო, შევაფასო მათი პროგრესი და  წავახალისო.  მოსწავლეებმა გაუზიარონ უკუკავშირი ერთმანეთს პროექტის დასრულების შემდეგ. ბოლოს გამოვიყენებ პროექტის შეფასების კითხვარს და პროექტზე მუშაობის განმავითარებელი შეფასების რუბრიკას.N1
სარგებელი:  
ცნობიერების ამაღლება ქცევის წესებისა და მისი დაცვით მიღებული დადებითი შედეგების შესახებ პიროვნებისა და საზოგადოებისათვის, თანამშრომლობის,  ჩართულობისა და მუშაობის პროცესისგან სიამოვნების მიღება, წესრიგის დარღვევის პრევენციის  სტრატეგიების დაუფლება-განმტკიცება და მათი სისტემატური გამოყენებით ემოციურად უსაფრთხო გარემოს შექმნა, რაც დადებითად აისახება მოსწავლეთა სწავლის შედეგებზე, მათ გონებრივ, მორალურ განვითარებასა  და  ურთიერთობებზე.
პროექტის მდგრადობა
პროექტის მიზანი გრძელვადიანია რომელიც არსებობას გააგრძელებს დამთავრების შემდეგაც. მოზარდები დაინტერესდებიან, გააქტიურდებიან  და  თამამად, დამაჯერებლად, გააზრებულად იმოქმედებენ ქცევის წესების დაცვის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად, წესების დარღვევის მოსალოდნელი შემთხვევების პრევენციისა და თავიდან ასაცილებლად.  ამით ხელი შეეწყობა  აქტიური, მოწესრიგებული, ტოლერანტული,    ჯანსაღი მომავალი თაობის სრულფასოვან მოქალაქეებად  ჩამოყალიბებას.

პროექტის განხორციელების რისკები და შესაძლო ხელისშემშლელი ფაქტორები
·       გამოკითხვის,  ბუკლეტების დარიგებისთვის  დაგეგმილ დღეს წვიმიანი ამინდი
·       უარი გამოკითხვაში მონაწილეობაზე/მზაობის არქონა/დაბალი ინტერესი

პროექტის მონაწილეთა(მოსწავლე, მშობელი, თემი და სხვა) ჩართულობა პროექტის იდეის განვითარებაში, დაგეგმვაში, განხორციელებაში, მონიტორინგსა და შეფასებაში                           
 აქტივობები დაიგეგმა  და განხორციელდა პროექტის მოთხოვნათა სრული გათვალისწინებით. მოსწავლე, მშობელი, თემი  აქტიურად იყო ჩართული  პროექტის იდეის განვითარებაში, დაგეგმვაში, განხორციელებაში, მონიტორინგსა და შეფასებაში, რაც ასახულია პროექტის გეგმასა და რეფლექსიაში.                            
 პროექტის   რესურსები:
   პროექტორი,   კომპიუტერი,  საღებავები,   ინტერნეტი,   პრინტერი,   ადამიანური    რესურსები, ფლირჩარტები, მარკერები, ფერადი ფურცლები, ფოტო მასალა, თაბახის, ფურცლები და სხვა...



10. პროექტის მონიტორინგი და შეფასება:
მოსწავლეთა, მშობელთა და პედაგოგთა  ჩართულობით შეიქმნა პროექტის შეფასების კრიტერიუმები, რომელიც სრულიად იძლევა პროექტის მიმდინარეობისა და რესურსების შეფასების საშუალებას.

დანართები:
დანართი 1
პროექტის  შეფასების  კითხვარი (მოსწავლეებისთვის/მშობლებისთვის/თემის წარმომადგენლებისთვის/პროექტის ხელმძღვანელისთვის)
1. ყველაზე  მეტად  რა  მომეწონა  ამ  პროექტში?-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------                                                                                                                                          
2. ვინ მონაწილეობდა  და,  კონკრეტულად,  მე რა წვლილი შევიტანე პროექტის დაგეგმვაში?------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
3. რა წვლილი შევიტანე პროექტის განხორციელებაში?------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
4. რას  არის  ამ   პროექტში ჩემი კრიტიკის ობიექტი? ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
5. რა  ვისწავლე  ახალი  ამ  პროექტიდან? -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------                                                     
6. როგორ თანამშრომლობდნენ ჯგუფის წევრები ერთმანეთთ პროექტის მიმდინარეობისას?--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
7. როგორ  განვითარდა  მშობლებთან  თანამშრომლობა?  რით იყო სასარგებელო?------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
8. როგორ  განვითარდა  თემთან  თანამშრომლობა? რით იყო სასარგებელო?-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
9. რა სარგებლობა მოიტანა პროექტის განხორციელებამ 
ა) ჩემთვის------------------------------------------------------------------------------------------------
 ბ) სხვა მონაწილეებისთვის------------------------------------------------------------------------------- 
გ)  თემისთვის? ----------------------------------------------------------------------------------------------

 10. ვის და რით გამოვარჩევდი ყველაზე მეტად?------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
11. რას შევცვლიდი მომავალი  პროექტებისათვის?-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
12. მიღწეულია თუ არა პროექტის მიზანი?---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
13. რას ვურჩევ პროექტის ხელმძღვანელს?--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

დანართი 2.

 პროექტზე მუშაობისას მოსწავლეთა თვითშეფასება და ურთიერთშეფასება

პროექტზე მუშაობისას თქვენ ერთი წყვილი იყავით, ამიტომ შეგიძლიათ შეაფასოთ, რა წვლილი შეიტანეთ პროექტის განხორციელებაში თითოეულმა წევრმა.
ქვემოთ მოცემული ცხრილი შემდეგი თანმიმდევრობით უნდა შეავსოთ:
1. თავდაპირველად მარჯვენა ბოლო უჯრებში აფასებთ პროექტის განხორციელებაში საკუთარ წვლილს. მაქსიმალური ქულაა 5. ბოლოს ამ სვეტს მოკეცავთ ისე, რომ სხვამ ვერ დაინახოს.
2. ასე მოკეცილ ცხრილს აწვდით გვერდით მჯდომ  წევრს, რომელიც აფასებს თქვენს წვლილს პროექტზე მუშაობაში.  ქულები შეაქვს მარჯვენა ბოლო სვეტში, ისიც გადაკეცავს ამ სვეტს და გადააწვდის მომდევნო წევრს.
3. ასე მოივლის ცხრილი პროექტში მონაწილე ველა წევრს.
4. მას შემდეგ, რაც პროექტში მონაწილე ყველა   წევრი შეგაფასებთ, გააანალიზეთ, რამდენად ემთხვევა თქვენი თვითშეფასება მეგობრების შეფასებას.
კრიტერიუმები
ჯგუფის მეგობარი
ჯგუფის მეგობარი
ჯგუფის მეგობარი
ჯგუფის მეგობარი
ჯგუფის მეგობარი
თვითშეფასება
რა შრომა გასწია მან წვილში მუშაობაში?(მაქს.5)
რამდენი კარგი იდეა შესძინა მეწყვილეს? (მაქს. 5)
რამდენად პოზიტიურად და სასარგებლოდ შეეძლო მეწყვილისა და სხვა წევრების იდეებისა და წინადადებების მოსმენა, მიღება და გათვალისწინება? ( 5 ქულა)
რამდენად პასუხისმგებლობით და საიმედოდ ასრულებდა იგი პირადად მისთვის დაკისრებულ საქმეს? (მაქს. 5 ქულა)
რა წვლილი შეიტანა მან პროექტის საერთო რესურსის შექმნაში? (მაქს. 5)

დანართი 3

პროექტზე მუშაობის შეფასების რუბრიკა
შეფასება
       კრიტერიუმი
მიღებული შეფასება
მოქნილობა
საუკეთესო
მოსწავლეს ძალიან კარგად შეუძლია მოპოვებული ინფორმაციის, წინადადებებისა და რჩევების ადაპტირება და დამოუკიდებლად მათი ადეკვატური გამოყენება.
ძალიან კარგი
მოსწავლეს შეუძლია მოპოვებული ინფორმაციის, წინადადებებისა და რჩევების ადაპტირება და მათი ადეკვატური გამოყენება.
კარგი
მოსწავლეს სხვათა უმნიშვნელო დახმარებით შეუძლია მოპოვებული ინფორმაციის, წინადადებებისა და რჩევების ადაპტირება და მათი შეზღუდული გამოყენება.
საშუალო
მოსწავლეს უჭირს მოპოვებული ინფორმაციის, წინადადებების, რჩევების ადაპტირება და გამოყენება.
თანამშრომლობის უნარი
საუკეთესო
მოსწავლე მზად არის, მაქსიმალური წვლილი შეიტანოს ჯგუფის მუშაობაში და მიაწოდოს მას რაც შეიძლება მეტი გამოსადეგი იდეა. მას ყოველთვის შეუძლია ჯგუფის სხვა წევრების წინადადებათა მოსმენა, გათვალისწინება და განვითარება.
ძალიან კარგი
მოსწავლე მზად არის, შეიტანოს წვლილი ჯგუფის მუშაობაში და მოამარაგოს ჯგუფი გამოსადეგი იდეებით. მას უმეტესად შეუძლია ჯგუფის სხვა წევრების წინადადებათა მოსმენა, გათვალისწინება და განვითარება.
კარგი
მოსწავლე ნაწილობრივ მზადაა, შეიტანოს წვლილი ჯგუფის მუშაობაში და მოამარაგოს ჯგუფი საკუთარი იდეებით. იგი ხშირად უსმენს ჯგუფის სხვა წევრთა წინადადებებს, ითვალისწინებს და ცდილობს მათ განვითარებას.
საშუალო
მოსწავლეს იშვიათად შეაქვს წვლილი ჯგუფის მუშაობაში და ძნელად ამარაგებს ჯგუფს იდეებით. იგი იშვიათად უსმენს ჯგუფის სხვა წევრების წინადადებებს, ნაკლებად ითვალისწინებს და თითქმის არ ცდილობს მათ განვითარებას.
საიმედოობა
საუკეთესო
მოსწავლე უმიზეზოდ არ აცდენს ჯგუფის არც ერთ შეხვედრას, ჯგუფის გადაწყვეტილებით მისთვის დაკისრებულ ყველა დავალებას დროულად და კეთილსინდისიერად ასრულებს, მისი სამუშაო რესურსები ყოველთვის მოწესრიგებულია.
ძალიან კარგი
მოსწავლე უმიზეზოდ თითქმის არ აცდენს ჯგუფის შეხვედრებს, თითქმის ყველა დავალებას დროულად და კეთილსინდისიერად ასრულებს, მისი სამუშაო რესურსები უმეტესწილად მოწესრიგებულია.
კარგი
მოსწავლე უმეტესწილად არ აცდენს ჯგუფის შეხვედრებს, დავალებას ხშირად დროულად და კეთილსინდისიერად ასრულებს, მისი სამუშაო რესურსები ხშირად მოწესრიგებულია.
საშუალო
მოსწავლე ხშირად აცდენს ჯგუფის შეხვედრებს, დროულად და კეთილსინდისიერად არ ასრულებს დავალებას, მისი სამუშაო რესურსები ხშირად მოუწესრიგებულია.
კომუნიკაციის უნარი
საუკეთესო
მოსწავლე ძალიან კარგად ახერხებს ფაქტების, კონტექსტის, თავისი ემოციური მდგომარეობის ადეკვატურად გადმოცემას. იგი ყოველთვის მისდევს საუბრის/დიალოგის/დისკუსიის წესებს და შეუძლია ძალიან კარგი იმპულსების გაცემა ერთობლივი სამუშაოს წარმართვისთვის.
ძალიან კარგი
მოსწავლე კარგად ახერხებს ფაქტების, კონტექსტის, თავისი ემოციური მდგომარეობის ადეკვატურად გადმოცემას. იგი თითქმის ყოველთვის მისდევს საუბრის/დიალოგის/დისკუ-სიის წესებს და შეუძლია კარგი იმპულსების მიცემა ერთობლივი სამუშაოს წარმართვისთვის.
კარგი
მოსწავლე უმეტესად ახერხებს ფაქტების, კონტექსტის, თავისი ემოციური მდგომარეობის ადეკვატურად გადმოცემას. იგი ხშირად მისდევს საუბრის/დიალოგის/დისკუსიის წესებს და ხანდახან შეუძლია, კარგი იმპულსები გასცეს ერთობლივი მუშაობისას.
საშუალო
მოსწავლე იშვიათად ახერხებს ფაქტების, კონტექსტის, თავისი ემოციური მდგომარეობის ადეკვატურად გადმოცემას. იგი იშვიათად მისდევს საუბრის/დიალოგის/დისკუსიის წესებს და თითქმის არ გასცემს პოზიტიურ იმპულსებს ერთობლივი მუშაობის პროცესში.