Thursday, November 28, 2019


სოციალური პროექტი-,,გაუფრთხილდეთ ბუნებას ის გაგვიფრთხილდება ჩვენ’’

სახელი, გვარი
ირმა ასპანიძე
რაიონი/სოფელი
ასპინძის რაიონი, სოფელი ნიჯგორი.
სკოლა, საგანი,კლასი:
სოფ.ნიჯგორი,საჯარო სკოლაV- VI კლასი
პროექტის დასახელება:
„გაუფრთხილდეთ ბუნებას,ის გაგვიფრთხილდება ჩვენ“
პროექტის განხორციელების ვადები:
30.09.2019-11.10.2019
პროექტის აქტუალობა
მსოფლიოში მწვავედ დგას გარემოს დაბინძურების ირგვლივ არსებული პრობლემები და მათ შორის ჩვენს სოფელშიც:გარემოს დაბინძურება,ნარჩენების გადამუშავება,არსებული ბუნებრივი რესურსების არასწორი მოხმარება,გლობალური დათბობა და სხვა...სწორედ არსებული პრობლემებიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ აღნიშნული პროექტის განხორციელება.
პროექტის მიზნები
·        მოსწავლეებს გამოუმუშავდეთ გარემოზე ზრუნვის უნარჩვევები.
·        გააცნობიერონ და გაიაზრონ თუ რა ზიანის მომტანია,როგორც ბუნებისათვის ისე ადამიანისათვის უკონტროლოდ დაყრილი ნაგავი.
·        მოსწავლეებში და თემში ცნობიერების ამაღლება გარემოს დაცვისა და ნარჩენების გადამუშავების ირგვლივ.
·        მოსწავლეებს გამოუმუშავდეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები:
·        საღი მსჯელობა
·        პასუხისმგებლობის გაზიარება
·        თანამშრომლობა
·        ინფორმაციის დახარისხება,ანალიზი,სინთეზირება
·        კრიტიკული აზროვნება და პრობლემის გადაჭრა.

მოსალოდნელი შედეგები:
ü მოსწავლეები შეიყვარებენ ბუნებას,იზრუნებენ  და გაუფრთხილდებიან
ü მოსწავლეები დაასუფთავებენ სკოლის მიმდებარე ტერიტორიას,ჩამოუყალიბდებათ ბუნებაზე ზრუნვის უნარ-ჩვევები
ü როგორც თემის ისე მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება და ნეგატიური დამოკიდებულება დანაგვიანებული გარემოსადმი და საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება
ü ნარჩენების გადამუშავების შესახებ ინფორმაციის მოძიება,დამუშავება,გაცნობა

პროექტის მნიშვნელობა
მოსწავლეებს გამოუმუშავდეთ ბუნებაზე ზრუნვის უნარ-ჩვევები და მათი მაგალითი მისაბაძი იყოს როგორც სხვა მოსწავლეებისათვის ისე თემისათვის.აუმაღლდეთ თვითშეგნება და ჩამოუყალიბდეთ გარემოზე ზრუნვა
პროექტის აღწერა,განხორციელება და აქტივობები:30.09.2019



01.10.2019
                           



02.10.2019


04.10.2019




07.10.2019




08.10.2019-09.10.2019-10.10.2019




11.10.2019
. პროექტის მიზნების გაცნობა და აქტივობების დაგეგმვა.მინი ლექცია თემაზე“გაუფრთხილდეთ გარემოს ის გაგვიფრთხილდება ჩვენ“.გავმართეთ საუბრები თუ როგორ გავუფრთხილდეთ და დავიცვათ ბუნება



. მოსწავლეები დაიყვნენ ჯგუფებად  და შესაძლებლობებიდან გამომდინარე აირჩიეს სასურველი დავალებები.


. მოძიებული მასალის განხილვა,დახარისხება და შენახვა.

. მოსწავლეებმა გადაუღეს ფოტოები სკოლის ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიას დასუფთავებამდე და დასუფთავების შემდეგ


. წარვადგინეთ პრეზენტაცია“გაუფრთხილდი ბუნებას ის გაგიფრთხილდება შენ“ სკოლის მასწავლებლებთან,მოსწავლეებთან,მშობლებთან და მოწვეულ სტუმრებთან


. შევქმენით ბუკლეტები და დავარიგეთ,როგორც სკოლის მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან ისე სოფლის მოსახლეობასთან


განხორციელებული პროექტის განხილვა და შეფასება
პროექტის სამიზნე ჯგუფი
VII-VIII კლასის მოსწავლეები,მშობლები,მასწავლებლები,თემის წარმომადგენლები.
პროექტის მონიტორინგისა შეფასების სისტემის აღწერა
. მონიტორინგი და შეფასება მოვახდინე შესაბამისი რუბრიკების საშუალებით სადაც ყურადღება გავამახვილე მოსწავლეთა ურთიერთთანამშრომლობასა და ჩართულობაზე,პრეზენტაციისათვის საჭირო უნარ-ჩვევებისა და რესურსების შესაბამისობაზე.


No comments:

Post a Comment