Thursday, November 28, 2019


სოციალური   პროექტი  ,,ბრძოლა მავნე ჩვევების წინააღმდეგ’’
სახელი,  გვარი:   ირმა ასპანიძე   
რაიონი:   ასპინძა
 სოფელი: ნიჯგორი 
სკოლა: ნიჯგორის საჯარო სკოლა   
საფეხური/კლასი: საბაზო--IX კლასი 
პროექტის  განხორცილების  დრო:  21.10—05.11.2019 წ.
პროექტის  დასახელება: ,,ბრძოლა მავნე ჩვევების წინააღმდეგ’’
1.  პროექტის  აქტუალობა:
21-ე საუკუნეში სამწუხაროდ მრავლადაა, მოზარდებში და ახალგაზრდებში  სხვადასხვა სახის მავნე ჩვევები, რომლებიც უარყოფით გავლენას ახდენს როგორც ფიზიკურ ისე ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, სწავლის ხარისხსა და მოტივაციაზე, ინდივიდის თვითშეფასებაზე, დროის, ფინანსების, რესურსების, სწორ, მიზნობრივ გამოყენებაზე. აუცილებელია, მოხდეს   მავნე   დამოკიდებულების  გაანალიზება  და  მათ წინაშე ბრძოლა ჯანსაღი ცხოვრების   წესის   დამკვიდრებით.    პროექტის        ფარგლებში    მიღებული   ცოდნით   აღმოიფხვრეს    მავნე    ჩვევები   და   შეიქმნას   ჯანსაღი გარემო.   სპორტული შეჯიბრებებითა და ამ   თემასთან   დაკავშირებული  სხვა და სხვა  აქტივობებით. ისინი შეძლებენ თვითრეალიზებას   და   დროის ეფექტურ გამოყენებას.
2.   პროექტის  მიზანი:
ა) მოკლევადიანი  მიზანი:  მოსწავლეებს აუმაღლდეთ   ცნობიერება და  კონკრეტული მაგალითების საფუძველზე  გაიაზრონ და  შეებრძოლონ მავნე ჩვევებს.
ბ) გრძელვადიანი  მიზანი:  განუვითარდეთ მავნე ჩვევებთან ბრძოლის უნარები, დაეუფლო პრევენციის სტრატეგიებს, იცხოვრონ მავნე ჩვევების გარეშე და სხვასაც დაეხმარონ მავნე ჩვევების წინააღმდეგ ბრძოლაში.

3.  მოსალოდნელი  შედეგები:
ა)  ამ  პროექტით  მოსწავლეებს აუმაღლდებათ  ცნობიერება და გაუჩნდებათ სურვილი ჯანსაღი ცხოვრების წესის.
 ბ)  მოსწავლეებს  ჩამოუყალიბდებათ ჯანსაღი ცხოვრების  უნარ-ჩვევები.  მოსწავლეები საფუძვლიანად გაიაზრებენ, თუ  რა დიდი  მნიშვნელობა  აქვს მავნე ჩვევების გარეშე ცხოვრებას და იზრუნებენ სხვებზეც.
4. პროექტში მონაწილეთა გამოცდილების გათვალისწინება:
მიმდინარე  პროექტში მონაწილეთა გამოცდილება, წინარე ცოდნა(საგნობრივი და ცხოვრებისეული),  სააზროვნო და პრაქტიკული უნარ-ჩვევები( კრიტიკული და შემოქმედებითი  აზროვნების, დაგეგმვის, ორგანიზების, კვლევის, ინტერნეტში, და არა მხოლოდ ინტერნეტში, ინფორმაციის მოძიების, დახარისხება-გამოყენების, ტექნიკური (Microsoft Office Word, Microsoft Office PowerPoint), პრეზენტაციის, კომუნიკაციის, თანამშრომლობის, ლიდერობის...)  პროექტით დასახული მიზნებისა და შედეგების მისაღწევად სრულიად საკმარისია.
პროექტის მიმდინარეობისას  გათვალისწინებულ იქნას განსხვავებული ინტერესისა და საჭიროებების მქონე მოსწავლეთა გამოცდილება.


5.  პროექტის  აქტივობები  და  მოკლე  აღწერა:
ა) თემატური   სამუშაო   ჯგუფების  (მოსწავლეებით, მშობლებით, თემის წევრებით დაკომპლექტებული) შექმნა
ბ) პრობლემის    შესწავლა  და  კვლევის   ჩატარება    ,,როგორ   დავნერგოთ   ჯანსაღი  გარემო“  შეხვედრა   მოწვეულ   ექიმთან   (საუბარი  ფრჩხილების კვნეტის, ურეჟიმო კვების, ტელეფონით თამაშის, კომპიუტერთან დიდხანს ჯდომის, სიგარეტის მავნებლობის   შესახებ).21.10.2019-22.10.2019
გ)  ნახატების  გამოფენა  თემაზე: ,,ვებძოლოთ მავნე ჩვევებს.  23.10.2019-24.10.2019
მოსწავლეები  წინასწარ  შექმნიან  ესკიზებს  მავნე ჩვევებისა და მათი უარყოფითი ზემოქმედების  შესახებ, შემდეგ დახატავენ და  გადაიტანენ  დიდ ფორმატზე.  სკოლის დერეფანში თვალსაჩინო ადგილზე მოვაწყობთ ნახატების გამოფენას. გამოფენის მიზანი იქნება ვიზუალურად  თვალსაჩინოდ წარმოჩინდეს მავნე ჩვევების მავნებლობა.
  დ)  წესების  შედგენა:  ჯანსაღი ცხოვრების წესები  .25.10.2019
ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვის მიზნით მოსწავლეები შეიმუშავებენ  წესებს, რეგულაციებსა და კონტროლის მექანიზმს.  ყველა  მოსწავლის  აზრი  იქნება მიღებული და  გათვალისწინებული.  განხილვისა და შეფასების პროცესში მონაწილეობას მიიღებენ მშობლები, მასწავლებლები და  კომპეტენტური პირები.
 დ)   ყველამ  ერთად  ვიცხოვროთ   ჯანსაღი ცხოვრების წესით:     28.10.2019
ამ შეხვედრაზე მოსწავლეები  წარმოადგენენ   მავნე-ჩვევების უარყოფით მხარეებს. მოამზადებენ  ვიზუალურ    მასალას (ბუკლეტს)  და  გავრცელებენ   თემში-29.10.2019წ
 დაგეგმავენ  სპორტულ   აქტივობებს თემში  -  მხიარული   სტარტების   ჩატარება,  სადაც   მონაწილეობას   მიიღებენ   მოსწავლეები   და  მასწავლებლები   30.10. 2019—02.11.2019

 ვ) პროექტის შეჯამება  04.11.2019
 შეფასების  ჯგუფი  შეაჯამებს  პროექტის  მიმდინარეობას,  კითხვარის გამოყენებით, გამოავლენს  თუ  რომელი  აქტივობა  იყო  ყველაზე  სახალისო რომელმაც გამოიწვია მოსწავლეების მაღალი ჩართულობა, აუდიტორიის წინაშე წარმოადგენენ პრეზენტაციას.
6.  პროექტის  სამიზნე ჯგუფები:
    მე-VIII---IX- კლასის  მოსწავლეები,მასწავლებლები,  მშობლები,  თემის წევრები და მოწვეული ექიმი
7.  პროექტის  რისკები:   
შესაძლებელია,  მშობლებს  არ  ქონოდათ სურვილი,რომ მათი შვილები ჩართულიყვნენ დაგეგმილ აქტივობებში  მონაწილეობაზე ან მოწვეულ ექიმს სხვა პაციენტის საჭიროებიდან გამომდინარე ვერ მოეხერხებინა  დაგეგმილ დროს მოსვლა.  
8. სარგებელი:
 მოსწავლეები,  მშობლები და   თემის  წევრები გაიაზრებენ პრობლემის არსს,იზრუნებენ პიროვნულ განვითარებაზე და აუმაღლდებათ ცნობიერება.  
9. პროექტში მონაწილეთა (მოსწავლე, მშობელი, თემი და სხვ.) ჩართულობა პროექტის იდეის განვითარებაში დაგეგმვაში, განხორციელებაში, მონიტორინგსა და შეფასებაში.
 აქტივობები დაიგეგმა  და განხორციელდა ამ პუნქტის მოთხოვნათა სრული გათვალისწინებით.

10. პროექტის მონიტორინგი და შეფასება:
პროექტის შეფასების კრიტერიუმები, რომელიც სრულიად იძლევა პროექტის მიმდინარეობისა და პროდუქტის შეფასების საშუალებას.

პროექტის  შეფასების  კითხვარი (მოსწავლეებისთვის/მშობლებისთვის/თემის წარმომადგენლებისთვის/პროექტის ხელმძღვანელისთვის)
1. ყველაზე  მეტად  რა  მომეწონა  ამ  პროექტში?-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------                                                                                                                                         
2. ვინ მონაწილეობდა  და,  კონკრეტულად,  მე რა წვლილი შევიტანე პროექტის დაგეგმვაში?------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
3. რა წვლილი შევიტანე პროექტის განხორციელებაში?------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
4. რას  არის  ამ   პროექტში ჩემი კრიტიკის ობიექტი? ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
5. რა  ვისწავლე  ახალი  ამ  პროექტიდან? -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------                                                     
6. როგორ თანამშრომლობდნენ ჯგუფის წევრები ერთმანეთთ პროექტის მიმდინარეობისას?--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
7. როგორ  განვითარდა  მშობლებთან  თანამშრომლობა?  რით იყო სასარგებელო?------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------  
8. როგორ  განვითარდა  თემთან  თანამშრომლობა? რით იყო სასარგებელო?------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------   
9. რა სარგებლობა მოიტანა პროექტის განხორციელებამ 
ა) ჩემთვის------------------------------------------------------------------------------------------------
 ბ) სხვა მონაწილეებისთვის------------------------------------------------------------------------------- 
გ)  თემისთვის? ----------------------------------------------------------------------------------------------

 10. ვის და რით გამოვარჩევდი ყველაზე მეტად?------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
11. რა ცვლილებებს შევიტანდი მომავალი  პროექტებისათვის?-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
12. მიღწეულია თუ არა პროექტის მიზანი?---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
13. რა რჩევას მიცემდით პროექტის ხელმძღვანელს?--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

  პროექტის   რესურსები:
   პროექტორი,   კომპიუტერი,  საღებავები,   მუყაოს   ყუთები, ინტერნეტი,   პრინტერი,   ადამიანური    რესურსები,   სპორტული    ინვენტარი,მარკერები,ფლირჩარტები,ფლომასტერები,თაბახის ფურცლები  და   სხვა.


No comments:

Post a Comment