Thursday, November 28, 2019


სოციალური   პროექტი  ,,არა ტელეფონს!“
სახელი,  გვარი: ირმა ასპანიძე     
რაიონი: ასპინძის
 სოფელი: ნიჯგორი 
სკოლა: ნიჯგორის საჯარო სკოლა   
საფეხური/კლასი: VII-VIII-IX კლასი   
პროექტის  განხორცილების  დრო:   15/04/2019-27/042/2019
პროექტის  დასახელება: ,,არა ტელეფონს!“
1.  პროექტის  აქტუალობა:
 მოსწავლეებში გავრცელებულია ისეთი  სახის მავნე ჩვევა, როგორიცაა ტელეფონზე მიჯაჭულობა და  თამაში. რაც  სერიოზულ უარყოფით გავლენას ახდენს მოსწავლის   ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და სწავლის ხარისხზე. დროის  სწორად მართვასა და  გამოყენებაზე.  ტელეფონით  თამაშების გავლენით მოზარდები დღითიდღე შორდებიან  როგორც წიგნებს ისე მეგობრებს, ახლობლებს და ოჯახის წევრებს. გაუცნობიერებლად კარგავენ დროის შეგრძნებას და შორდებიან სასწავლო პროცესს, რეალურ ცხოვრებასა და სამყაროს. გადადიან ვირტუალურ სამყაროში, რომელსაც მათი რეალური ცხოვრებისათვის სასარგებლო და კარგი არაფერი მოაქვს.  აუცილებელია, მოხდეს   ამ მავნე   დამოკიდებულების  გაანალიზება  მოსწავლეების მიერ გააზრება და შებრძოლება, საჭირო ღონისძიებების გატარება მის აღმოსაფხვრელად.    ჯანსაღი ცხოვრების   წესის   დამკვიდრება      პროექტის        ფარგლებში    მიღებული   ცოდნით   ჩვენ გარშემო  უნდა  აღმოიფხვრას  ეს  მავნე    ჩვევა  და   შეიქმნას   ჯანსაღი და სასარგებლო ინტერესებით  სავსე გარემო.   ბავშვებმა, ახალგაზრდებმა სპორტულ  შეჯიბრებებსა და საინტერესო ღონისძიებებში  ჩართულობითა და აქტიური მონაწილეობით   უნდა  შეძლონ თვითრეალიზება   და   თავისუფალი   დროის  სწორად გადანაწილება. 
2.   პროექტის  მიზანი:
ა) მოკლევადიანი  მიზანი:  მოსწავლეებმა შეძლონ  კონკრეტული მაგალითების საფუძველზე    ტელეფონის   თამაშებზე დამოკიდებულების გააზრება და შეძლონ  მასთან შებრძოლება.
ბ) გრძელვადიანი  მიზანი:  განუვითარდეთ  მავნე ჩვევასთან ბრძოლის უნარები, დაეუფლონ ისეთ სტრატეგიებს რაც დაეხმარება მათ ტელეფონის თამაშების გარეშე ცხოვრებას.

3.  მოსალოდნელი  შედეგები:
ა)  ამ  პროექტით  მოსწავლეებს  აუმაღლდებათ  ცნობიერება და გაუჩნდებათ ინტერესი  ჯანსაღი ცხოვრების მიმართ.
 ბ)  მოსწავლეებს  ჩამოუყალიბდეთ ჯანსაღი ცხოვრების წესის უნარ-ჩვევები.   გაიაზრონ თუ  რა დიდი  მნიშვნელობა  აქვს ტელეფონით თამაშის გარეშე ცხოვრებას და იზრუნონ მეგობრებზე რათა დაეხმარონ მავნე ჩვევის  აღმოფხვრაში.
4. პროექტში მონაწილეთა გამოცდილების გათვალისწინება:
 პროექტით დასახული მიზნებისა და დაგეგმილი შედეგების მისაღწევად ს საკმარისია პროექტში მონაწილეთა  წინარე ცოდნა(საგნობრივი და ცხოვრებისეული),  სააზროვნო და პრაქტიკული უნარ-ჩვევები(ანალიტიკური აზროვნების, ინფორმაციის მოძიება-დახარისხება-გამოყენების, პრეზენტაციის, კომუნიკაციის, თანამშრომლობის, ლიდერობის...).
პროექტის გეგმაში გათვალისწინებულია აქტივობები განსხვავებული ინტერესისა და საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის.


5.  პროექტის  აქტივობები  და  მოკლე  აღწერა:
5.1. თემატური  სამუშაო   ჯგუფების  (მოსწავლეები, მშობლები, თემის წევრები ) შექმნა
5.2. კვლევის   ჩატარება    ,,ტელეფონი და თამაში“,  შეხვედრა    ექიმთან(საუბარი ტელეფონით თამაშის და მისგან გამოწვეული უძილობის, ურეჟიმო კვების, გაღიზიანებადობის, აღგზნებადობის, ჩაკეტილობის, სწავლისადმი გულგრილობის, ჯანმრთელობის გაუარესების, სტრესული მდგომარეობის გახშირების, ახლობლებთან და მეგობრებთან ურთიერთობის გაიშვიათობის და სხვა მავნებლობის შესახებ).   15.04.2019-17.04.2019წ
5.3. ნახატების  შექმნა და გამოფენა  თემაზე:  ,,არა ტელეფონს“.   18.04.2019-20.04.2019წ
მოსწავლეები  წინასწარ  შექმნიან  ესკიზებს  მავნე ჩვევებისა და მათი უარყოფითი ზემოქმედების  შესახებ, შემდეგ დახატავენ და  გადაიტანენ  დიდ ფორმატზე.  სკოლის დერეფანში თვალსაჩინო ადგილზე მოაწყობენ ნახატების გამოფენას და მოიწვევენ სტუმრებს. გამოფენის მიზანი იქნება ვიზუალურად  თვალსაჩინოდ წარმოჩინდეს მავნე ჩვევების არასასურველობა. ამ აქტივობის მომზადებასა და განხორციელებაში ჩართული იქნებიან უფროსი მეგობრებიც.
5.4.წესების  შედგენა:  ჯანსაღი ცხოვრების წესები  22.04.2019წ
ჯანსაღი ცხოვრების წესის( ტელეფონით თამაშის გარეშე) დაცვის მიზნით მოსწავლეები  თვითონ  შეადგენენ  წესებს და კონტროლის მექანიზმებს სადაც  ყველა  მოსწავლის  აზრი  იქნება  გათვალისწინებული.  განხილვისა და შეფასების პროცესში მონაწილეობას მიიღებენ მშობლები მასწავლებლები და ექიმი.
5.5. ყველამ  ერთად  ვიცხოვროთ   ჯანსაღი ცხოვრების წესით: 23.04.2019-25.04.2019წ
ამ შეხვედრაზე მოსწავლეები  გააანალიზენენ ტელეფონით თამაშის, როგორც საშიში  მავნე  ჩვევის უარყოფით მხარეებს და მოამზადებენ  ვიზუალურ    მასალას (ბუკლეტს)  და  გაავრცელებენ   თემში.
 დაგეგმავენ  სასკოლო სპორტულ   აქტივობებს  -  მხიარულ სტარტებს, სადაც   მონაწილეობას   მიიღებენ   მოსწავლეები.

 5.6. პროექტის შეჯამება  -26.04.2019-27.04.2019წ
 შეფასების  ჯგუფი  შეაჯამებს  პროექტის  მიმდინარეობას,  კითხვარის გამოყენებით, გამოავლენს  თუ  რომელი  აქტივობა  იყო  ყველაზე  ნაყოფიერი. მოსწავლეებმა  დამსწრე საზოგადოების წინაშე წარმოადგინეს პრეზენტაცია.
6.  პროექტის  სამიზნე ჯგუფები:
    მე-VII-VIII-IXკლასის  მოსწავლეები,  მშობლები,  თემის წევრები, ექიმი.
7.  პროექტის  რისკები:   
შესაძლებელია  იყო უამინდობის გამო ჩაშლილიყო სასკოლო ღონისძიებები, რომელიმე მშობელს უარი ეთქვა   დაგეგმილ აქტივობებში  მონაწილეობაზე ან ექიმს დროის არქონის გამო ვერ მოეხერხებინა  შეხვედრაზე მოსვლა.
8. სარგებელი:
  დაგეგმილი პროექტით მოსწავლეებს,   მშობლებს,   თემს  აუმაღლდებათ ცნობიერება,  შეიძენენ ახალ, სასარგებლო ცოდნას,     გაიზიარებენ   პრობლემის   არსს და იზრუნებენ   მოზარდის   პიროვნულ განვითარებაზე.
9. პროექტში მონაწილეთა (მოსწავლე, მშობელი, თემი და სხვ.) ჩართულობა პროექტის იდეის განვითარებაში დაგეგმვაში, განხორციელებაში, მონიტორინგსა და შეფასებაში.
 აქტივობები დაიგეგმა  და განხორციელდა პროექტის მოთხოვნათა შესაბამისად, რაც აისახა პროექტის გეგმასა და რეფლექსიაში.

10. პროექტის მონიტორინგი და შეფასება:
პროექტის შეფასების კრიტერიუმები, სრულიად იძლევა პროექტის მიმდინარეობის შეფასების საშუალებას.

პროექტის  შეფასების  კითხვარი (მოსწავლეებისთვის/მშობლებისთვის/თემის წარმომადგენლებისთვის/პროექტის ხელმძღვანელისთვის)
1. ყველაზე  მეტად  რა  მომეწონა  ამ  პროექტში?-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------                                                                                                                                         
2. ვინ მონაწილეობდა  და,  კონკრეტულად,  მე რა წვლილი შევიტანე პროექტის დაგეგმვაში?------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
3. რა წვლილი შევიტანე პროექტის განხორციელებაში?------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
4. რას  არის  ამ   პროექტში ჩემი კრიტიკის ობიექტი? ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
5. რა  ვისწავლე  ახალი  ამ  პროექტიდან? -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------                                                      
6. როგორ თანამშრომლობდნენ ჯგუფის წევრები ერთმანეთთ პროექტის მიმდინარეობისას?--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
7. როგორ  განვითარდა  მშობლებთან  თანამშრომლობა?  რით იყო სასარგებელო?------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------  
8. როგორ  განვითარდა  თემთან  თანამშრომლობა? რით იყო სასარგებელო?------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------   
9. რა სარგებლობა მოიტანა პროექტის განხორციელებამ 
ა) ჩემთვის------------------------------------------------------------------------------------------------
 ბ) სხვა მონაწილეებისთვის------------------------------------------------------------------------------- 
გ)  თემისთვის? ----------------------------------------------------------------------------------------------

 10. ვის და რით გამოვარჩევდი ყველაზე მეტად?------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
11. რას შევცვლიდი მომავალი  პროექტებისათვის?-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
12. მიღწეულია თუ არა პროექტის მიზანი?---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
13. რას ვურჩევ პროექტის ხელმძღვანელს?--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

  პროექტის   რესურსები:
   პროექტორი,   კომპიუტერი,  საღებავები,  ფერადი ქაღალდები, ინტერნეტი,   პრინტერი,   ადამიანური    რესურსები,   სპორტული    ინვენტარი, მარკერები, ფერადი ფანქრები, თაბახის ფურცლები და სხვა.....



 სოციალური  პროექტი:  ,,არა ტელეფონს!“
                                                          რეფლექსია
2019  წლის 15.04-27.04.-ის  ჩათვლით განვახორციელე  პროექტი  თემაზე: ,,არა ტელეფონს!“,  რომლის  მიზანი  იყო .  მოსწავლეთა  ცნობიერების ამაღლება, კონკრეტული მაგალითების საფუძველზე ტელეფონზე დამოკიდებულების, როგორც მავნე ჩვევის არსის გააზრება და მასთან შეებრძოლება. .ტელეფონთან  ბრძოლის უნარების განვითარება, პრევენციის სტრატეგიების დაუფლება, რათა იცხოვრონ  ამ მავნე ჩვევის გარეშე და სხვასაც ასწავლონ ასე ცხოვრება. პროექტში მოსწავლეების გარდა ჩართული იყვნენ მასწავლებლები, მშობლები, თემი, ექიმი და სხვა დაინტერესებული პირები. მათი აქტიური მონაწილეობით მოხდა პროექტის იდეის განხილვა და ერთობლივად დაიგეგმა პროექტის აქტივობები რაც განხორციელდა წარმატებით.
 განხორციელებული  და დაგეგმილი აქტივობების  შედეგად  მოხერხდა  დასახული  მიზნების  მიღწევა და შედეგზე გასვლა.
 გეგმის  შესაბამისად  წარიმართა  შემდეგი  აქტოვობები:
  პირველი  შეხვედრაზე  შევქმენით   სამუშაო   ჯგუფები, განვიხილეთ  პროექტის აქტივობები.  პრობლემის უკეთ  შესასწავლად მოსწავლეთა, მშობელთა, თემისა და სოფლის ექიმის ჩართულობით  დავგეგმეთ   და განვახორციელეთ  კვლევა ,,ტელეფონი და თამაში“,  მოვაწყეთ შეხვედრა   ექიმთან(საუბარი ტელეფონით თამაშის და მისგან გამოწვეული უძილობის, ურეჟიმო კვების, გაღიზიანებადობის, აღგზნებადობის, ჩაკეტილობის, სწავლისადმი გულგრილობის, ჯანმრთელობის გაუარესების, სტრესული მდგომარეობის გახშირების, ახლობლებთან და მეგობრებთან ურთიერთობის გაიშვიათების და სხვა მავნებლობის  შესახებ).
მეორე შეხვედრაზე   მოსწავლეებმა  საკუთარი თვალით დანახული, გააზრებული მავნე ჩვევა-ტელეფონით თამაშზე დამოკიდებულება და მისი უარყოფითი ზემოქმედების შედეგები  და არასასურველობა  ვიზუალურად ასახეს ნახატებში და თემის ჩართულობით მოაწყეს გამოფენა  თემაზე:  ,,არა ტელეფონს!“. აქტივობაში ინტერესითა და მაღალი მოტივაციით  მონაწილეობდნენ მოსწავლეები, რადგან გააზრებული ჰქონდათ  ამ აქტივობის მნიშვნელობა.
მესამე შეხვედრაზე  ჯანსაღი ცხოვრების წესის(ცხოვრება ტელეფონით თამაშის გარეშე) დაცვის მიზნით მოსწავლეებმა  თვითონ  შეადგინეს  ჯანსაღი ცხოვრების წესები და კონტროლის მექანიზმები. აქტივობის დროს  მაღალი იყო ჩართულობა და  აქტიურად მონაწილეობდნენ  მშობლები, მასწავლებლები და თემის წევრები. ამ პროექტში ინტერესით ჩაერთო ბევრი მშობელი საკუთარი შვილის ცხოვრებაში არსებული პრობლემის გადაჭრის მიზნით.  მოსწავლეებმა დიდი მონდომებით  მოამზადეს  ვიზუალური    მასალა (ბუკლეტები)  და  გაავრცელეს   მოსწავლეებში და  თემში.
მხიარული  სტარტების სასკოლო ოლიმპიადა, რომელშიც   მონაწილეობას   მიიღებენ, როგორც სამიზნე ჯგუფის  წევრები ისე  სხვა კლასების მოსწავლეები.  ძალზე ხალისიანი, საინტერესო და წარმატებული ღონისძიება გამოვიდა რამაც აუმაღლა მოსწავლეებს მოტივაცია.
.  შეფასების  ჯგუფმა  შეაჯამა  პროექტის  მიმდინარეობა და წარმატება კითხვარის გამოყენებით. კითხვარი შეავსეს როგორც მოსწავლეებმა, ისე მშობლებმა, თემის წევრებმა, პროექტის ხელმძღვანელმა. გამოვლინდა, თუ  რომელი  აქტივობა  იყო  ყველაზე წარმატებული და  ნაყოფიერი: მხიარულმა სტარტებმა პირველი ადგილი დაიჭირა.
      ამ  პროექტით მოსწავლეებმა   გააცნობიერეს  ტელეფონზე დამოკიდებულების-მავნე ჩვევა და ტელეფონის  უარყოფითი შედეგები.  გაანალიზეს  უფლებები  და  მოვალეობები, როგორც საკუთარი თავის, ისე სხვების წინაშე. აუმაღლდათ  თვითშეფასება და მოტივაცია ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმართ. თავიანთი ახალი ცოდნისა და გაწეული შრომის შედეგად შეიცვალეს დამოკიდებულება და განეწყვნენ ამ კონკრეტული  მავნე ჩვევის აღმოსაფხვრელად და გამოხატეს მზაობა მეგობრების დასახმარებლად.
    სხვა პროექტებისათვის   გავითვალისწინებ  მოსწავლეთა  ასაკობრივ  თავისებურებებს, ხასიათის მხარეებს, მათ საჭიროებებს,  ინტელექტის ტიპებს, შესაძლებლობებს,  უნარებს,  ინტერესებს და დავგეგმავ კიდევ უფრო საინტერესო,  სახალისო,  მრავალფეროვან და სასარგებლო აქტივობებს.



No comments:

Post a Comment